რა არის ზღაპარი

ჯადოსნური ზღაპარი არის მყარი სტრუქტურის, გამონაგონზე დაფუძვნებული ხალხური ზეპირი მოთხრობა. ის აგებულია ერთ მთავარ ღერძზე – ერთი მთავარი გმირის თავგადასავალზე. განუსაზღვრელ დროსა და სივრცეში. რაც შეეხება,- ფანტასტიკას, ის არის სამყარო მის პირველხილვაში. მაგ: გმირი რომ ქორწილამდე ბავშვად რჩება, ზღაპრის ფანტასტიკა რეალური ცხოვრების ლოგიკას ექვემდებარება. მისი პერსონაჟების მოკლე დახასიათება კი ასეთია:

მთავარი გმირი – მასზე დაკისრებულია და ასრულებს კიდეც მთავარ ამოცანას ზღაპარში.
გამსტუმრებელი – მისი მოქმედების წრე შეზღუდულია, მხოლოდ ერთხელ უხდბა ამ ფუნქციის შესრულება.
მავნე – იგი ერთადერთი მისიით გამოჩნდება, რომ დააბრკოლოს მთავარი გმირი.
შემწე – იგი გმირის ნაცვლად ასრულებს ძნელ ამოცანას.
მჩუქებელი – ამარაგებს გმირს რაიმე საგნით.
ცრუგმირი – მთავარი გმირის მონაპოვარს ითვისებს.
მეფის ასული ან თავად მეფე – მამა რთულ დავალებას აძლევს გმირს, ასულის ნაცვლად.


გამოყენებული ლიტერატურა: https://geofilologia.wordpress.com

No comments:

Post a Comment